შალვა პაპუაშვილი: რომელი ქვეყნიდან წერს ქაცარავა ამას? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი - ჭიანჭველების პწკენა ჩვენს ლომ კაცს - ლაშა ბექაურს, არ მგონია ანაღვლებდეს

შალვა პაპუაშვილი: რომელი ქვეყნიდან წერს ქაცარავა ამას? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი - ჭიანჭველების პწკენა ჩვენს ლომ კაცს - ლაშა ბექაურს, არ მგონია ანაღვლებდეს

ქაცარავა რომელი ქვეყნიდან წერს ამ ყველაფერს? როგორც მახსოვს, ძალიან იწევდა უკრაინაში, რუსეთი უნდა დაემარცხებინა და დღეს გერმანიაშია თბილად მოწყობილი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „დავით ქაცარავამ დაწერა პოსტი, რომ ლაშა ბექაურის ნებისმიერი გამარჯვება ნულოვან ემოციას იწვევს. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?“

„ასეთი სასაცილო პერსონაჟები, ძალად გმირები, რომლებიც მეომრებად არიან წარმოჩენილები, შემდეგ თბილ კუთხეში იმალებიან და მე მგონი, ეს ტიპური მოვლენაა. ამიტომ, რა მოსატანია ქაცარავა ლაშა ბექაურთან. გასაგებია, რომ ჭიანჭველების პწკენა ჩვენს მართლა ლომ კაცს - ლაშა ბექაურს არ მგონია ანაღვლებდეს. ეს არის ქართული სულისკვეთება, რაც ბექაურმა გვაჩვენა და ეს აჩვენებს მთლიანად ჩვენი ერის მენტალიტეტს, რომ შეიძლება დაგვჭრან, ვერ ვიყოთ ძლიერად რაღაც მომენტში, მაგრამ ჩვენი სულის სიმტკიცე აჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში საქართველო ყოველთვის იმარჯვებს ყოველთვის. დღესაც ბევრი ცდილობს რომ დაგვაზიანოს, ხან სანქციებით, ხან რით, მაგრამ საქართველო საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს. ასე ხდებოდა ათასწლეულების განმავლობაში და ლაშა ბექაურმა საქართველოს ბრძოლის სულისკვეთება გვაჩვენა ამ ორ ბრძოლაში, რომელიც ცალი ფეხით, დაზიანებულმა, მოიგო და დაამარცხა მოწინააღმდეგე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.