შალვა პაპუაშვილი ევროპის დღის ღონისძიებაზე: „ეს რეალურად იქცა ევროპული სიძულვილის დღეებად,ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქტორთან, გარკვეული რეციდივია ვენის კონვენციის დარღვევისა
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური აქცია,ის რასაც ვხედავთ ე.წ ევროპის დღეების სერიებით, რომელიც ბოლო 2-3 წელია ასე მიმდინარეობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებაზე საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის საელჩო საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე აორგანიზებს ამ დღეებს და ხელისუფლებას ღონისძიებაზე არც კი იწვევს.
„ეს რეალურად იქცა ევროპული სიძულვილის დღეებად. პირველ შემთხვევაში ჟურნალისტებზე თავდასხმა იყო, შემდეგ 9 მაისს ისე ჩაატარეს ევროპის დღეები, რომ ფაშიზმზე გამარჯვებაში არც კი ახსენეს ქართველების წვლილი, შემდეგ ვიხილეთ ქართველი ხალხის მაგინებელი კორძაია ჰყავდათ მიწვეული გამოსვლელად და ახლაც ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი, მიხეილ სააკაშვილის მრევლი ჰყავდათ მიწვეული მუსიკალურ წარმომადგენლობად. აქამდე დაიყვანა ევროკავშირის ელჩმა ეს დღეები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმითვე, ელჩის თითოეული გამოსვლა ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, რომლის მიზანი არის საზოგაოდების განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ.
„ამას ემატება ბონუსად ის სიძულვილი, რომელსაც თესავენ. „ვულოცავ“ ევროკავშორის ელჩს, რომ ევროპის დღეები, მან აქცია ევროპული სიძულვილის დღეებად. უტიფრად ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობას ცხვირწინ უტრიალოს ის ხალხი, ვინც მათ აგინებს და ვინც სიძულვილს თესავს. ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქტორთან და აღარ გვაქვს დიპლომატიურ მისიასთან. ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა, რაც ჰერჩინსკისმ არაერთხელ ჩაიდინა, გარკვეული რეციდივია ვენის კონვენციის დარღვევისა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.
ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული ევროპის დღის ღონისძიებაზე, კახეთში, უკრავდა და მღეროდა ჯგუფი, რომელმაც ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, ევროკავშირის ელჩი კი ჯგუფის შესრულებულზე ცეკვავდა. სცენიდან ისმოდა ერთ-ერთი კომპოზიციაც, რომელსაც საპროტესტო აქციებზე აჟერებდნენ. აღსანიშნავია, რომ ჰერჩინსკი არ გამიჯვნია ჯგუფის შეურაცხმყოფელ გზავნილებს და გუშინ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა მუსიკოს კორძის, რომლის განცხადებებმაც ასევე მილიონზე მეტი ქართველი შეურაცხყო.