შალვა პაპუაშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: არაფერი ახალი ამ განცხადებაში არ არის. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, როდესაც ჟენევის ფორმატში იმართება ხოლმე შეხვედრები, ყოველ ჯერზე ზუსტად ამ საკითხს აყენებენ. ამის საპირისპიროდ დგება ჩვენგან საკითხები - ლტოლვილების დაბრუნებისა, რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანისა და ა.შ.
არაფერი ახალი ამ განცხადებაში არ არის. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, როდესაც ჟენევის ფორმატში იმართება ხოლმე შეხვედრები, ყოველ ჯერზე ზუსტად ამ საკითხს აყენებენ. ამის საპირისპიროდ დგება ჩვენგან საკითხები - ლტოლვილების დაბრუნებისა, რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანისა და ა.შ.,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რითაც რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი, რომ რუსეთს შეაცვლევინოს საოკუპაციო პოლიტიკა.
„არაფერი ახალი ამაში არ არის. საქმე იმაშია, რომ ჩვენი მცდელობა არის იქით მიმართული, რომ რუსეთმა შეცვალოს თავის საოკუპაციო პოლიტიკა და დაუბრუნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას. ამისკენ არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა. რაც შეეხება ამ განცხადებებს, რა თქმა უნდა ეს წლებია ასე გრძელდება. ყოველ ჯერზე, სიტყვა-სიტყვით იმავეს იმეორებენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები და ჩვენი მიზანია, რომ რუსეთს შევაცვლევინოთ ეს პოზიცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთი საქართველოსგან კვლავ მოითხოვს ოკუპირებული აფხაზეთისა (სოხუმი) და ცხინვალის რეგიონის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას და საზღვრების დელიმიტაციას, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს. განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ გააკეთა.