ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ვო თჰი ან სუანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვო თჰი ან სუანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.