ლევან მახაშვილი ევროპის დღის ღონისძიებაზე: ჩვენ ვითხოვთ ყველასგან პატივი სცენ საქართველოს საზოგადოებას და ქართული საზოგადოების ღირებულებებს
ჩვენ ვითხოვთ ყველასგან პატივი სცენ საქართველოს საზოგადოებას და ქართული საზოგადოების ღირებულებებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით კახეთში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებაზე საუბრისას.
მისი თქმით,საქართველოს არაფერი აქვს საწინააღმდეგო ნამდვილი ევროპული ღირებულებების.
„ნებისმიერი კულტურული თუ საზოგადოებრივი ღონისძიება უპირველეს ყოვლისა პატივს უნდა სცემდეს ადგილობრივი საზოგადოების ღირებულებებს, პრინციპებს და ზოგადად ამ საზოგადოებას. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის დღეების სახელით ხდება ისეთი აქტორების წახალისება, რომლებიც თავისი საქმიანობით პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ადგილობრივ კულტურას, საზოგადოებას, უხეშად არღვევენ ამ საზოგადოების წესებს, შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მინიმუმ გაუგებარია საზოგადოებისთვის ასეთი დღეები“, - განაცხადა მახაშვილი.
ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული ევროპის დღის ღონისძიებაზე, კახეთში, უკრავდა და მღეროდა ჯგუფი, რომელმაც ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, ევროკავშირის ელჩი კი ჯგუფის შესრულებულზე ცეკვავდა. სცენიდან ისმოდა ერთ-ერთი კომპოზიციაც, რომელსაც საპროტესტო აქციებზე აჟერებდნენ. აღსანიშნავია, რომ ჰერჩინსკი არ გამიჯვნია ჯგუფის შეურაცხმყოფელ გზავნილებს და გუშინ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა მუსიკოს კორძის, რომლის განცხადებებმაც ასევე მილიონზე მეტი ქართველი შეურაცხყო.