შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, - მონაცემებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

„2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო!

დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.

ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!" - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.