საერთაშორისო ოლიმპიური დღე გარბენით აღნიშნეს

საერთაშორისო ოლიმპიური დღე გარბენით აღნიშნეს

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ორგანიზებითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) მხარდაჭერით, ოლიმპიური გარბენი გაიმართა.

ღონისძიება საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს მიეძღვნა, რომელიც 1948 წლიდან, სოკ-ის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით, მასობრივი აქტივობებით აღინიშნება. ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება და მასში 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას.

საქართველოში ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები 1994 წლიდან ეწყობა. სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა, ქალთა და კაცთა კატეგორიებში საუკეთესო სამეულში გასულები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა, ხოლო გამარჯვებულები – სპეციალური პრიზებით.

აღსანიშნავია, რომ გარბენის თითოეულ მონაწილეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური გადაეცა.