კაია კალასი: უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია

კაია კალასი: უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, წევრობის კანდიდატი ქვეყნების უმეტესობას ევროპულ უსაფრთხოებაში უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

კალასმა ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის როლი და განაცხადა, რომ ის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია.

„კანდიდატი ქვეყნებიდან ბევრს უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს უსაფრთხოებაში. უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია“, - აღნიშნა მან.