ალის ვაიდელი: უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ 1,1 მილიონი უკრაინელი გერმანიიდან სამშობლოში უნდა დაბრუნდეს
უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გერმანიაში მყოფი 1,1 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ალის ვაიდელმა.
„როცა უკრაინაში საომარი მოქმედებები დასრულდება და იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება, როცა ჩვენ იქ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწევთ, 1,1 მილიონ უკრაინელს სამშობლოში დაბრუნება მოუწევს“, - განაცხადა ვაიდელმა.
ვაიდელის თქმით, სამშობლოში, უკრაინელების გარდა, აგრეთვე უნდა დაბრუნდნენ სირიელი და ავღანელი არალეგალი მიგრანტებიც, რომლებიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობენ.



