საფრანგეთის სუპერმარკეტებში მაცივრები კიბერშეტევის სამიზნე გახდა, გაფუჭდა მილიონობით ევროს ღირებულების პროდუქცია
საფრანგეთში ასობით სუპერმარკეტი კიბერშეტევის სამიზნე გახდა. ჰაკერებმა კონტროლი მოიპოვეს მაცივრების ტემპერატურის მარეგულირებელ პროგრამაზე, რის შედეგადაც ზოგიერთი სუპერმარკეტის მაცივრებსა და საყინულეებში რამდენიმე საათის განმავლობაში ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსამდე გაიზარდა. აღნიშნულის გამო მილიონობით ევროს ღირებულების ახალი და გაყინული საკვები პროდუქტი გაფუჭდა, ზოგ სავაჭრო დაწესებულებაში კი ხანძარიც გაჩნდა. ფაქტზე დაიწყო გამოძიება.