პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მასწავლებლების შერჩევის მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში კონკურსს აცხადებს

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მასწავლებლების შერჩევის მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში კონკურსს აცხადებს

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მასწავლებლების შერჩევის მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს პროგრამის მასწავლებლის პოზიციაზე კანდიდატების შერჩევის მიზნით შემდეგი საგნების მიმართულებით: ბიოლოგია, ინგლისური ენა, მათემატიკა, მუსიკა, მოქალაქეობა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სპორტი, ფიზიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ქიმია, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება I - IV კლასებში.

კონკურსის მიზანია, საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და ზოგადი განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, სკოლებში სხვადასხვა საგნის მასწავლებლის პოზიციაზე არსებული საკადრო დეფიციტის შევსება განსაზღვრული დროით.

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი დასაქმდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მასწავლებლად და მივლენილი იქნება ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სადაც უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად. პროგრამის მასწავლებელს სკოლაში ასევე გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული საგნის/საგნების მასწავლებელს და დამატებით მიიღებს მასწავლებლისთვის განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას.

ამასთანავე პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში და მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობისა და დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/103355?active=1

განაცხადების მიღება ხორციელდება 2026 წლის 8 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით.

ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.