ირაკლი ჭეიშვილი: ახლოსაც არ ვართ იმ პოლიტიკასთან, რასაც ევროკავშირი რუსეთთან აწარმოებს. ჩვენ მსგავსი პოლიტიკა რომ გავატაროთ, რუსებად შეგვრაცხავენ და რუსული პოლიტიკის გამტარებლებს დაგვარქმევენ. ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი
ახლოსაც არ ვართ იმ პოლიტიკასთან, რასაც ევროკავშირი რუსეთთან აწარმოებს. ჩვენ მსგავსი პოლიტიკა რომ გავატაროთ, რუსებად შეგვრაცხავენ და რუსული პოლიტიკის გამტარებლებს დაგვარქმევენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
დეპუტატი „ფორბსის“ სტატიას გამოეხმაურა.
„ევროკავშირი წლებია გვადანაშაულებს რუსეთთან კავშირში, როდესაც თვითონ ურთიერთობს ეკონომიკურად რუსეთთან. რატომღაც ეს არის მისაღები და არ არის რუსეთის პოლიტიკის გატარება. მათი მოქალაქეებისთვის და მათი სახელმწიფოსთვის შედეგის მომტანია და მისაღებია ევროკავშირისთვის. ახლოსაც არ ვართ იმ პოლიტიკასთან, რასაც ევროკავშირი რუსეთთან აწარმოებს. ჩვენ მსგავსი პოლიტიკა რომ გავატაროთ, რუსებად შეგვრაცხავენ და რუსული პოლიტიკის გამტარებლებს დაგვარქმევენ. ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი. რაც არის რატომღაც მათთვის მისაღები, ის არის საქართველოსთვის მიუღებელი“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
გამოცემა „ფორბსის“ ცნობით, 2022 წლის შემდეგ, ევროკავშირს რუსეთთან კოლოსალური ვაჭრობა ჰქონდა, უფრო კონკრეტულად 300 მილიარდ დოლარზე მეტი. იმავეს წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომ ევროკავშირმა რუსეთს, მილიარდობით დოლარი გადაუხადა ენერგეტიკისთვის. ევროკავშირთან ვაჭრობას ადასტურებს რუსული მხარე.