არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ნიკა გვარამია და აგენტურის სხვა წარმომადგენლები ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში, რომელშიც მათივე პატრონები აცხოვრებენ
მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მატყუარა და ცილისმწამებელი, ცრუკამპანიების შემქმნელი და კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული პოლიტიკური პარტიები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალონ საქართველოში, - განაცხადა იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში საკუთარ მხარდამჭერებს აიმედებდა, რომ ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეიცვლებოდა და ამის წინაპირობა ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა.
გორდულაძის თქმით, ნიკა გვარამია და აგენტურის სხვა წარმომადგენლები პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ.
„ნიკა გვარამია და აგენტურის სხვა წარმომადგენლები ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში, რომელშიც მათივე პატრონები აცხოვრებენ და ცდილობენ, რომ მათივე მხარდამჭერების დარჩენილი მცირე ნაწილიც ამ სამყაროში აცხოვრონ. ზუსტად იგივე ნარატივია, რაც 2024 წელს ვნახეთ. საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებდნენ, მიდიოდნენ უცხოეთში და უცხოეთიდან აფინანსებდნენ და მართავდნენ პოლიტიკურ კამპანიებს“, - აღნიშნა გორდულაძემ.