სგპ „ქუთაისის აეროპორტში“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.
235 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება 60 132 ლარია, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 105 176 ლარი შეადგინა.
ერთი კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი (უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეები) მოქალაქე საბაჟო კოდექსის შესაბამისად ჯამში - 34 788 ლარით დაჯარიმდა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.