ზვიად შალამბერიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: გვარამიამ მთავრობის დაშლაზე გააკეთა პროგნოზი და საკუთარი პარტია დაეშალა

ზვიად შალამბერიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: გვარამიამ მთავრობის დაშლაზე გააკეთა პროგნოზი და საკუთარი პარტია დაეშალა

გვარამიამ, რაც არ უნდა დამაჯერებელი სახით აკეთოს ცრუ პროგნოზები ამას საზოგადოება უკვე აღარ იჯერებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში საკუთარ მხარდამჭერებს აიმედებდა, რომ ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეიცვლებოდა და ამის წინაპირობა ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა.

შალამბერიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას კოვზი ნაცარში კიდევ ბევრჯერ ჩაუვარდება.

„დამერწმუნეთ კიდევ ბევრჯერ ჩაუვარდება კოვზი ნაცარში, იმიტომ რომ ასეთი განცხადებები ემსახურება მხოლოდ მცირეხნიან დესტრუქციას, რომლის შექმნასაც ისიც ცდილობენ საკუთარი გარე პატრონების მეშვეობით.საინტერესოა ის, რომ მან გააკეთა მთავრობის დაშლაზე პროგნოზი და საკუთარი პარტია დაეშალა“, - აღნიშნა შალამბერიძემ.