ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 96-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდისშემდეგ) ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
დეპარტამენტის ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო აიკრძალა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება.