დიდუბეში ახალი საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა
დიდუბეში, კოსმონავტების სანაპიროს N45ბ-ს მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, გამწვანებული ზონები და განთავსდება საპარკო ინვენტარი.
„პროექტი ასევე ითვალისწინებს 20-მდე ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცის მოწყობას, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.