ალუდა ღუდუშაური „ფორბსის“ სტატიაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს და ეს ჩვევად იქცა. ყველაფერს ხედავს გმირი უკრაინელი ხალხი

ალუდა ღუდუშაური „ფორბსის“ სტატიაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს და ეს ჩვევად იქცა. ყველაფერს ხედავს გმირი უკრაინელი ხალხი

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს და ეს ჩვევად იქცა. ყველაფერს ხედავს გმირი უკრაინელი ხალხი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

დეპუტატი „ფორბსის“ სტატიას გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს და ეს ჩვევად იქცა. ყველაფერს ხედავს გმირი უკრაინელი ხალხი. მათ ესმით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომ მედგრად უნდა იყვნენ, არ დანებდნენ, თავი გასწირონ, იბრძოლონ და ა.შ. ამ დროს ამ ქვეყნებს მეორე ხელით გაჩაღებული აქვთ ვაჭრობა და საკუთარი ქვეყნის სარგებელზე ორიენტირებულ ქმედებებს მიმართავენ“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

გამოცემა „ფორბსის“ ცნობით, 2022 წლის შემდეგ ევროკავშირს რუსეთთან კოლოსალური ვაჭრობა ჰქონდა, უფრო კონკრეტულად, 300 მილიარდ დოლარზე მეტი. იმავეს წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომ ევროკავშირმა რუსეთს მილიარდობით დოლარი გადაუხადა ენერგეტიკისთვის. ევროკავშირთან ვაჭრობას ადასტურებს რუსული მხარე.