ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატით მონაწილეობა მიიღო კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრაში

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატით მონაწილეობა მიიღო კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრაში

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილის ბო ლის ხელმძღვანელობით, გაიმართა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

შეხვედრის მიმდინარეობისას, განხილულ იქნა რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ასევე ფინანსებზე წვდომისა და საშინაო კაპიტალის ბაზრების გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.