ლიეტუვის მთავრობა გადადგა - ინგა რუგინიენე პოსტს ტოვებს

ლიეტუვის მთავრობა გადადგა - ინგა რუგინიენე პოსტს ტოვებს

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე თანამდებობას ტოვებს.

სამშაბათს გამართულ ბოლო სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა გადადგომის შესახებ რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა, რის შემდეგაც ინგა რუგინიენემ განაცხადა, რომ პოსტს მაღლა აწეული თავითა და მშვიდი გულით ტოვებს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ცვლილება ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და უარყო ვარაუდები იმის შესახებ, თითქოს საკუთარმა პარტიამ ის „გაწირა“. რუგინიენეს თქმით, ეს პროცესი შარშან უნდა მომხდარიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზით დაყოვნდა.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის საპარლამენტო ვადაში მთავრობის ცვლილება უკვე მეორედ ხდება.

კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის გადადგომის შემდეგ ლიეტუვის პრეზიდენტს აქვს 15-დღიანი ვადა, რათა პარლამენტს პრემიერობის ახალი კანდიდატი წარუდგინოს. ხოლო მას შემდეგ, რაც პარლამენტი ახალ პრემიერს დაამტკიცებს, მთავრობის თავმჯდომარეს 15-დღიანი ვადა ექნება, რათა მთავრობის ახალი წევრები წარადგინოს.