საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრა გამართა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილესა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსთან ერთად, კახეთის რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფს ეწვია, სადაც დანაყოფის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მერაბ გამყრელიძემ კახეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით, აუცილებელია საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების გატარება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონში დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების პროცესში მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობაზე.

მერაბ გამყრელიძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კახეთის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფის შენობა და სამუშაო სივრცეები დაათვალიერა.

მერაბ გამყრელიძე რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.