აშშ-ის საელჩო საქართველოში: ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მამისონის" გახსნას დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა

აშშ-ის საელჩო საქართველოში: ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მამისონის" გახსნას დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა

აშშ-ის საელჩო საქართველოში ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

დიპლომატიური მისიის განცხადებით, აღნიშნული სასაზღვრო სექტორი აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა.

„შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნას დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა. ახალი სექტორი რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.