ანდრეი ბაბიში: ტრამპმა, რუსეთთან დიზელის გარიგების დადებით, ევროპას უღალატა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის მიწოდების შესახებ შეთანხმების მიღწევით, ფაქტობრივად, ევროპას უღალატა.
ბაბიშმა ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. მისი თქმით, ევროპა ომის შესაჩერებლად აქტიურ ნაბიჯებს არ დგამს, მაშინ როცა კონფლიქტი გრძელდება.
„ფაქტია, რომ ევროპა რაიმე აქტიური ნაბიჯების გადადგმას არ ცდილობს. ვფიქრობ, ყველას მშვიდობა გვინდა. არ ვამბობ, რომ მშვიდობა რუსეთის ნებისმიერი მოთხოვნის მიღებას ნიშნავს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ომი გრძელდება, ევროპა გვერდზე დგას, ტრამპმა კი პუტინთან ამ გარიგებით, ფაქტობრივად, გვიღალატა. რაღაც უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ბაბიშმა.