შალვა პაპუაშვილი: სექტად არის ჩამოყალიბებული რადიკალური ოპოზიციის გარშემო ეს ბირთვი, რომელსაც აღარ აქვს უნარი რომ კრიტიკული აზრი მოისმინოს. ამ ბაბლს დააჯერეს, რომ ომი მშვიდობაა და რუსეთთან ესკალაცია წინსვლის წინაპირობაა, ამ დონეზეა დაბინდული მათი გონება

შალვა პაპუაშვილი: სექტად არის ჩამოყალიბებული რადიკალური ოპოზიციის გარშემო ეს ბირთვი, რომელსაც აღარ აქვს უნარი რომ კრიტიკული აზრი მოისმინოს. ამ ბაბლს დააჯერეს, რომ ომი მშვიდობაა და რუსეთთან ესკალაცია წინსვლის წინაპირობაა, ამ დონეზეა დაბინდული მათი გონება

რატომ ვიღებთ ამ კრიზისებს ქვეყნებში? - აღარ არიან ლიდერები, რომელსაც ხალხი გაჰყვება, აღარ არის კრიტიკული დისკუსია, არის ერთი ნარატივი. რაღაც არ მოგწონს - იმავე მომენტში პრორუსულის იარლიყს აწებებ და პრობლემა გადაწყვეტილია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ზაზა შათირიშვილის წერილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

პაპუაშვილის თქმით, მათი მიზანია, რომ საზოგადოებას ნებისმიერი ტყუილი მოახვიონ თავს, მათ შორის ის, რომ ომი მშვიდობაა.

„ერთ-ერთი მეთოდი, არის ავტორიტეტების მოშლა, ის რაც თავის დროზე სააკაშვილის დიქტატურას დააწყებინეს, ჩარეცხვები და ა.შ. არის ის გზა, რომელზედაც ბევრი ქვეყანა დააყენეს, რომ ავტორიტეტები, ლიდერები აღარ არსებობდნენ, ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება გაჰყვება, იმისთვის რომ მანიპულაციით თავს მოახვიონ ნებისმიერი ტყუილი. დააჯერონ, რომ ომი მშვიდობაა და ეს ჩანს დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში. რატომ ვიღებთ ამ კრიზისებს ქვეყნებში? - აღარ არიან ლიდერები, რომელსაც ხალხი გაჰყვება, აღარ არის კრიტიკული დისკუსია, არის ერთი ნარატივი. რაღაც არ მოგწონს - იმავე მომენტში პრორუსულის იარლიყს აწებებ და პრობლემა გადაწყვეტილია.

ამხელა აღშფოთებაა საფრანგეთში საზოგადოების და გუშინ ვნახეთ გლუკსმანი და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი უნისონში როგორ საუბრობენ, რომ ამის უკან რუსეთი დგას. ეს ხალხი ჩამოყალიბდეს, ან რუსეთი ამ ომს აგებს და დანგრეულია, ან თუ გავლენები აქვს საფრანგეთში, იტალიაში, ალბანეთში, აშშ-ში და ა.შ. ესე იგი ძლევამოსილია. ამისი უნარი თუ აქვს, რომ ასობით ათასი ადამიანი საფრანგეთის ქუჩებში გამოიყვანოს, მაშინ ძლევამოსილი ყოფილა.

რაც შეეხება კრიტიკული აზროვნების, დისკუსიის მოშლას, სექტად არის ჩამოყალიბებული დღეს რადიკალური ოპოზიციის გარშემო ეს ბირთვი. თავის თავს ბაბლს ეძახიან და სინამდვილეში ეს ბაბლი ნიშნავს ჩაკეტილ სექტას, რომელსაც აღარ აქვს უნარი რომ კრიტიკული აზრი მოისმინოს, ჰყავთ თავისი ქურუმი, რომლისგანაც ყოველ საღამოს რელიგიურ განმარტებებს ვისმენთ, აქვთ თავიანთ სიმბოლოები, აქვთ თავისი სალოცავები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დააჯერონ - ომი მშვიდობაა. ჩვენ ამას არ გვაჯერებდნენ? რომ რუსეთთან ესკალაცია მშვიდობაა. ამ ბაბლს ეს ხომ დააჯერეს, რომ ომი მშვიდობაა და რუსეთთან ესკალაცია წინსვლის წინაპირობაა, ამ დონეზეა დაბინდული მათი გონება ფსევდორელიგიური სექტანტური აზროვნებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.