აბას არაღჩიმ ისრაელი აშშ-ის ახალ ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა

აბას არაღჩიმ ისრაელი აშშ-ის ახალ ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის ახალ ომში ჩათრევას ცდილობს.

„წინა ჯერზე, როდესაც საქმის ბოლომდე მიყვანა გსურდათ, ირანი მხოლოდ გაძლიერდა. გსურთ ბედი ხელახლა ცადოთ? ინებეთ. მაგრამ ფრთხილად იყავით: ჩვენც გვაქვს დაუსრულებელი საქმეები“, - დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში.

ამასთან, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნეთანიაჰუს აშშ მორიგ ომში იმისთვის შეჰყავს, რომ ციხეში არ აღმოჩნდეს - იმის მიუხედავად, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას ისრაელისთვის.

არაღჩის განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების წინ „სრული და უპირობო“ მხარდაჭერა გამოუცხადა.