რუბიომ ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე საუბრების მიმდინარეობა დაადასტურა
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრები მიმდინარეობს.
„ასეთ შეხვედრაზე საუბრები იყო. ზუსტად არ ვიცი, საბოლოოდ არის თუ არა ის შეთანხმებული, მაგრამ პრეზიდენტმა საკუთარი აზრი მკაფიოდ გამოთქვა. მას სურს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დასრულდეს“, - განაცხადა რუბიომ.
მანამდე გამოცემა Wall Street Journal-მა დაწერა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ასეთი სამიტის გამართვის ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტმა წამოაყენა. გამოცემა წერს, რომ ამერიკა - რუსეთი-ჩინეთის ლიდერების შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობა გათვალისწინებული არ არის, რაც მოსკოვის მხრიდან კონფლიქტის მხოლოდ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ დასრულების კიდევ ერთი მცდელობა იქნება.