მარკო რუბიო ზელენსკიზე: არ ვიცი, საიდან მოაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა კიევს სადაზვერვო მონაცემების მიწოდება დროებით შეუჩერა. არანაირი პაუზა არ ყოფილა. იმაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ ეს ომი დასრულდეს

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მკაცრად უარყო ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა კიევს სადაზვერვო მონაცემების მიწოდება დროებით შეუჩერა. უზბეკეთში ვიზიტისას ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ არ იცის, საიდან აქვს უკრაინის პრეზიდენტს ეს ინფორმაცია და რატომ აკეთებს მსგავს განცხადებებს მედიასთან. რუბიომ ზელენსკის ურჩია ომის დასრულებაზე კონცენტრირდეს.

„არ ვიცი, საიდან მოაქვს ეს ცნობები ან რატომ ეუბნება ამას პრესას. შეგიძლიათ მას ჰკითხოთ. არანაირი პაუზა არ ყოფილა. იმაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ ეს ომი დასრულდეს. და ჩვენც იმაზე გვსურს ყურადღების გამახვილება“, - განაცხადა რუბიომ.