გიორგი გაბუნია საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე: ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი, უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში. მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში

ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში. მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ევროპაში მასობრივად მოხდა შედინება სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისა, რომლებმაც პრაქტიკულად, ძირითადი ევროპული მოსახლეობა გადაძალა.

„ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას გავუფრთხილდეთ, რომ ის კეთილდღეობა და უსაფრთხოება, რომელიც ჩვენი პოლიტიკის შედეგად გვაქვს, გავაგრძელოთ ის ხაზი და ამ მხრივ არ დავუშვათ არანაირი კომპრომისი“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.