ეკა სეფაშვილი: მიგრაციის პრობლემა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისი მართვა მოითხოვს გარკვეულ რესურსებს და საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევას
მიგრაციის პრობლემა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისი მართვა მოითხოვს გარკვეულ რესურსებს და საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა „ქრონიკასთან“.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ თეთრი სახლის ლიდერი ევროპულ ქვეყნებს საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდებს. მიგრაციისგან გამოწვეულ პრობლემებზე ლაპარაკობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც.
„მიგრაციის პრობლემა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისი მართვა მოითხოვს გარკვეულ რესურსებს და საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევას. რა თქმა უნდა, ძალადობა ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია“, - აღნიშნა სეფაშვილმა.