საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სასამართლოს ინფორმაციით, სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩატარდება.

საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო“ „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის “ საქმიანობის კონსტიტუციურობას და მათი აკრძალვის საკითხს.

სარჩელის ავტორების მოსაზრებით, ხუთივე პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში იკვეთება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის დარღვევა. მოსარჩელეების შეფასებით, პარტიების ქმედებები კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობას უკავშირდება, ასევე, მათივე მტკიცებით, არსებობს ამ მიზნის მომავალში განხორციელების საფრთხე. ამასთან, სარჩელში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებით საუბარია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესაძლო საფუძვლებზეც. საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.