ტრამპი ზელენსკიზე: მას ჩემთვის რომ დაეჯერებინა, ბევრად უკეთეს გარიგებას დადებდა დიდი ხნის წინ და მისი მილიონობით ადამიანი ცოცხალი დარჩებოდა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან ომი დიდი ხნის წინ უნდა დაესრულებინა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, ზელენსკის თავის დროზე მისთვის რომ დაეჯერებინა, კარგ გარიგებას დადებდა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა.
„ზელენსკი არის ადამიანი, რომელსაც ეს ომი დიდი ხნის წინ უნდა დაესრულებინა. მას ჩემთვის რომ დაეჯერებინა, დიდი ხნის წინ ბევრად უკეთეს გარიგებას დადებდა და მისი მილიონობით ადამიანი ცოცხალი დარჩებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.