BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნეპალში ამ დრომდე ინდოეთის მინიმუმ 275 მოქალაქე ითვლება დაკარგულად. დაკარგულად ითვლება ასევე ინდური წარმოშობის კიდევ 128 ადამიანი.
სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან ნეპალში 403 ინდოეთის მოქალაქე გადავიდა, ხოლო ინდოეთის კიდევ 500 მოქალაქე ჩინეთში უსაფრთხოდ იმყოფება. ამ დროისთვის ნეპალში სტიქიის ზონაში სულ 149 ადამიანი გადაარჩინეს.
BBC-ის ცნობით, ინდოეთმა ნეპალში სამაშველო ოპერაციების მხარდაჭერაც გააძლიერა. კატმანდუში მუშაობა დაიწყო 19-კაციანმა სპეციალიზებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჯგუფმა, რომელიც დნმ-ის ნიმუშების ანალიზსა და დაღუპულთა იდენტიფიცირებაში მონაწილეობს.
ამასთან, ინდოეთის სპეციალური სამაშველო ჯგუფი ნეპალის არმიასთან ერთად მუშაობს ჩილიმესა და ლანგტანგის ჰიდროელექტროსადგურებზე, სადაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.