CNN: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა

CNN: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, გლობალური ენერგომატარებლების მიწოდების შეფერხების შიშმა გამოიწვია ის, რომ ნავთობის ფასმა მაისის შემდეგ პირველად 100-დოლარიანი ზღვარი გადალახა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ბრენტის ტიპის ნავთობი (Brent) ხუთშაბათს 6%-ზე მეტით გაძვირდა და ფასმა მოკლე დროით $100.14 შეადგინა, რის შემდეგაც მცირედით დაიწია. პარალელურად, დასავლეთ ტეხასის შუალედური ნავთობი (WTI) თითქმის 5%-ით გაიზარდა და ბარელზე $90.98 შეფასდა.

საერთაშორისო ბაზრებზე შფოთვა მას შემდეგ განახლდა, რაც იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში საუდის არაბეთის გემებს შეუტიეს. აღნიშნული თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფანს.