Der Spiegel: ბავარიაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა

Der Spiegel: ბავარიაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა

გერმანიაში ბავარიის რეგიონის ქალაქ ტროიხტლინგენში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა, რადგან რკინიგზის სადგურზე საეჭვო საგანი აღმოაჩინეს. ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ობიექტი ტექნიკოსმა სადგურის შესასვლელთან, ლიანდაგებს შორის აღმოაჩინა.

ფედერალური პოლიციის გამნაღმველთა ჯგუფი საგანს ამოწმებს და ადგენს, რეალურად წარმოადგენს თუ არა ის საფრთხეს. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, შემთხვევის ადგილს მოერიდონ და ტერიტორიას შემოუარონ.

როგორც გამოცემა იუწყება, ინციდენტის გამო ტროიხტლინგენის რაიონში მატარებლების მოძრაობა სრულად შეჩერებულია. გერმანიის რკინიგზის ინფორმაციით, შეფერხება შეეხო რამდენიმე რეგიონულ ხაზს.