რაგბიI 7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა

რაგბიI 7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა

საქართველოს 7-კაცა დღეს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაემგზავრა, სადაც 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ითამაშებს.-ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

ჩვენი გუნდი გ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იტალია, ბელგია და ლიეტუვა იქნებიან. ა ჯგუფში საფრანგეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა, ხოლო ბ ჯგუფში ესპანეთი, გერმანია, ჩეხეთი და პოლონეთი ითამაშებენ.

საქართველო 3 ივლისს ჯგუფური ეტაპის სამ თამაშს გამართავს: ჩვენი დროით 14:36 საათზე ბელგიას, ხოლო 19:29 საათზე იტალიას ეთამაშება. ჯგუფურ ეტაპს 4 ივლისს, 14:36 საათზე ლიეტუვასთან ჯახით ვასრულებთ. იმავე დღეს გაიმართება მეოთხედფინალური შეხვედრები, ნახევარფინალები და ფინალები კი 5 ივლისს შედგება.

13-კაციან სატურნირო შემადგენლობაში დაბრუნდა გუნდის კაპიტანი სოსო მათიაშვილი, ხოლო ბექა სამსიანს საქართველოს 7-კაცა ნაკრებში დებიუტი ექნება.

7-კაცას მთავარი მწვრთნელი გიორგი ნოზაძე შემადგენლობასა და მოლოდინებთან დაკავშირებით ამბობს:

“იმ ორი საერთაშორისო ტურნირიდან გამომდინარე, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ, პოზიტიური მოლოდინები მაქვს. ჯამში 80-მდე მორაგბე გავსინჯეთ, საიდანაც ჯერ 20-კაციანი ბირთვი გამოვყავით და მერე ის 13 მოთამაშე შეირჩა, რომლებიც ჰამბურგში ითამაშებენ. ტურნირისთვის. დაგვემატა ჩვენი კაპიტანი სოსო მათიაშვილი, რომელიც თავს კარგად გრძნობს. გვყავს დებიუტანტი ბექა სამსიანი, რომელსაც საერთაშორისო ტურნირზე არ უთამაშია”,

“მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს სამწვრთნელო ჯგუფს, რომელიც ჩართული იყო გუნდის მზადებაში. განსაკუთრებული მადლობა გიორგი ჭუაძეს, რომელიც მოთამაშეთა მომზადების კუთხით სრულადაა ჩართული როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ასევე სამსაჯო ჯგუფს - სულხან ჩიხლაძეს, მარიამ გოგუაძეს და გიგა მშვენიერაძეს, რომლებმაც ჩვენს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს”.

“რაც შეეხება მატოქეებს: ბელგიას ზურგს ოთხი ტურნირის გამოცდილება უმაგრებს და ერთი ნაბიჯი დააკლდა მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრამდე; იტალიამ ითამაშა მსოფლიო რაგბის მესამე დონის ტურნირში. ჩვენ მას წელს ორჯერ ვეთამაშეთ და იმ შეხვედრების ბედი მცირე შეცდომებმა გადაწყვიტა; ლიტვა სწრაფ და დინამიურ რაგბის თამაშობს, ყავს კონტაქტის მომგები ბიჭები”.

“ჩვენი მიზანია, რომ ვითამაშოთ დაბალანსებული რაგბი, კონტაქტის ზონის მოგებით და ბურთის სწრაფად გათამაშებით. გამოწვევა იქნება დისციპლინა, მოსამზადებელმა თამაშებმაც გვანახა, რომ ჯარიმების აღება დიდ პრობლემას წარმოადგენს და ამას არ გვაპატიებენ მეტოქეები”.

“მიზანი რა თქმა უნდა ფლეი ოფში გასვლაა და შემდეგ შესაბამისი ანალიზით, მომდევნ ნაბიჯების დაგეგმვა. მნიშვნელოვანი იქნება ჯგუფიდან კარგი პოზიციით გავიდეთ, რომ ფლეი ოფში შესაბამისი მეტოქე გვყავდეს”.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჰამბურგში

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ზურა ძნელაძე, გაგა ქევხიშვილი, ბექა სამსიანი, ლუკა ალიბეგაშვილი, დავით კვრიკაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, მატის მოდებაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, სოსო მათიაშვილი (კაპ.), ნიკოლოზ ნოქარაშვილი, ლაშა კაკაურიძე, საბა არჩვაძე.