შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევაზე: სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა

შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევაზე: სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა

სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარე IRI-ის კვლევას გამოეხმაურა.

„ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წელს და ყოფილიყვნენ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, საქართველო შევიდოდა ომში. ამის მიმართ ეჭვიც კი არ არსებობს. როდესაც პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს, რომ 14 წელი უწყვეტი მშვიდობაა ამ ქვეყანაში, ხალხის ნდობას აჩვენებს. ერთი მხრივ, IRI-ის და მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მთავრობის მიმართ ნდობით საქართველო მოწინავეა, ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის კარგი დასტური, რომ როცა ვუყურებთ ობიექტურ კვლევებს, როდესაც ემთხვევა, ერთმანეთს ამყარებს. დამალავდა ოპოზიცია, აბა, რას იზამდა?! „ლელოს“ რომ ჰგონია, რომ რახან „TV პირველი“ აქვთ ნაყიდი, 24 საათი „ლელოს“ ატრიალებენ და ხალხის მხარდაჭერა აქვთ, კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა. სხვა პარტიებია და არ ჩანს საერთოდ. ბოკერიას რომ ჰგონია, რომ დაავიწყდა ხალხს, რა როლი ჰქონდა სააკაშვილის დიქტატორული, მწამებელი რეჟიმის შექმნასა და იდეოლოგიურ გამყარებაში, კვლევამ აჩვენა, რომ ნულია მათი რეიტინგი. სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა, ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.