გიორგი ზურაბაშვილისა და KfW IPEX-Bank-ის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის შეხვედრაზე „შუა დერეფნის“ მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი KfW IPEX-Bank-ის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. 

მხარეებმა განიხილეს „შუა დერეფნის“ მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა საქართველოს მთავრობის ურყევი სურვილი ევროკავშირში გაწევრების მიმართულებით და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივა „საკონსულო პლატფორმა - შუა დერეფანი“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის, საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას და პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობას.