თბილისის N162 და N218 საჯარო სკოლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ თბილისის N162 და N218 საჯარო სკოლებში მიმდინარე სარებილიტაციო სამუშოები დაათვალიერა.
პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადამოეცა.
სკოლებში მოეწყობა საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ასევე, ინფორმაციული, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სპორტული სივრცეები.
შენობები სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.