ლევან ღირსიაშვილი ქუთაისის N17 და N41 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ქუთაისის N17 და N41 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია.
ლევან ღირსიაშვილმა საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
საგამოცდო ცენტრებში მინისტრის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სერგო ჩიჩიანი.
2026 წლის გამოცდებისათვის სულ 83 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში გამოცდებს 1632 აბიტურიენტი, ხოლო ქუთაისის N41 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში 1560 აბიტურიენტი აბარებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 23-24 ივლისს ჩააბარებენ.