საქართველოს ავიაბაზარზე პირველი რეგულარული რეისი ნორვეგიის ყველაზე დიდი და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა შეასრულა

საქართველოს ავიაბაზარზე პირველი რეგულარული რეისი ნორვეგიის ყველაზე დიდი და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა შეასრულა

საქართველოს ავიაბაზარზე პირველი რეგულარული რეისი ნორვეგიის ყველაზე დიდი და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა შეასრულა.

საინაუგურაციო ფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დახვდა.

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian-ი კოპენჰაგენი - თბილისი - კოპენჰაგენის რეისს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

თბილისის აეროპორტში საინაგურაციო ფრენას ასევე დაესწრნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და თბილისისა და ბათუმის აეროპორტის მმართველი კომპანია “ტავ-ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 5 თვის განმავლობაში საქართველოსა და ევროპას შორის 952,480 მგზავრი დაფიქსირდა, რაც 2025 წლის წლის მონაცემებს 18%-ით აღემატება. მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში, საქართველოსა და ევროპას შორის ფრენები 46 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 170-175 სიხშირით განხორციელდება