რუსთავის სპორტის სასახლემ ქართულ საბრძოლო ლიგას უმასპინძლა
რუსთავის სპორტის სასახლემ ქართულ საბრძოლო ლიგას უმასპინძლა.
ორთაბრძოლების სერია, გრეპლინგში მსოფლიო პრიზიორის, ამიკო სვიმონიშვილის წარმატებული ასპარეზობით დაიწყო, რომელმაც ბათუმელი სპორტსმენი ხამიდ აზიმოვი დაამარცხა.
გამარჯვებით დაასრულა საკუთარი დებიუტი ოქტაგონზე ორივე ბექა გურულმა.
წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ რუსთაველ სპორტსმენებს- ვახტანგ გაგნიძეს და გიორგი კახიძესაც.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ივენთზე გამართული ცამეტივე ორთაბრძოლა, ქართველი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა.
სპორტსმენებს პრიზები რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილმა და რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა გადასცეს.
ღონისძიება ქართული საბრძოლო ლიგის და რუსთავის მერიის ორგანიზებით მოეწყო.