შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემაა, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა

შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემაა, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს ორი ინსტიტუცია, ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ უნდა შევხედოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ რეზოლუზიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, საქართველო PACE-ს წევრი 1999 წელს გახდა იმ მოწოდებით, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ყოფილიყო დაცული, გამტკიცებული, დღეს კი ეს ინსტიტუცია საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს და საქართველოს სუვერენიტეტის მთავარი მტერია:

"რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, მგონი ატყობთ, რომ ბოლო პერიოდში უკვე ბევრს ერევა ერთმანეთში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირის პარლამენტი, რადგან თავისი არსით, ეს ერთი და იგივე ინსტიტუციაა ფაქტობრივად იმიტომ, რომ ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფების ხელშია ამ პარლამენტების გადაწყვეტილებები. ეს გახლავთ "ევროპის სახალხო პარტია", რომელიც ძირითად ტონს აძლევს გადაწყვეტილებებს და რომლის წევრის "ნაციონალური მოძრაობაა", ანტიკონსტიტუციური პარტია, რომელიც დღემდე მათი წევრია და მიხეილ სააკაშვილის განმადიდებლები არიან დღემდე. ამიტომ, სახეები, პოლიტიკური ჯგუფები - ეს არის ერთი და იგივე და შესაბამისად, ხედავთ, რომ შინაარსიც არის მსგავსი. ერთი და იგივე განწყობა და მიდგომა, ერთი ტექსტიდან მეორეში მიგრირებს. მიდგომა კი, არსშივე ანტიქართულია. კერძოდ რატომ? იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა რაც არის, არის ის, რომ ეს ორი ინსტიტუცია, ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ უნდა შევხედოთ. PACE - ევროსაბჭო ამ შემთხვევაში, რომლის წევრებიც ჩვენ 1999 წელს გავხდით იმ მოწოდებით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ყოფილიყო დაცული, გამტკიცებული, დღეს ფაქტობრივად არის ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს.

ჩვენი დამოუკიდებლობის 35 წლის თავზე, როდესაც ჩვენ სისხლით და ბრძოლით თავი დავაღწიეთ საბჭოთა კავშირს და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო მთავარი ლოზუნგი, აღმოჩნდა, რომ ის, ვისთანაც ჩვენ ვეძებდით სუვერენიტეტის დაცვას, აღმოჩნდა ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი. მთავარი არსი არის, რომ ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ქართველი ხალხის ნებას. ქართველმა ხალხმა, 2024 წელს დააფიქსირა თავისი არჩევანი, მაგრამ ამ ინსტიტუციებში ჩაბუდებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თქვეს - არა. მათ თავის წარმოდგენაში აქვთ შექმნილი წარმოსახვითი ქართველი ხალხი, როლებიც რასა იუკნევიჩიანესა და ამ შემთხვევაში ბულაის წარმოსახვაში არსებობს და ასეთი უნდა იყოს საქართველო და ქართველი ხალხი. მორჩა, იმის იქით არ ხედავენ რეალურად რა არის საქართველოში. მათთვის ქართველი ხალხი არის მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია და ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.