გენო პეტრიაშვილმა RAF-ის ეგიდით ჯეიკ ვარნერი დაამარცხა

გენო პეტრიაშვილმა RAF-ის ეგიდით ჯეიკ ვარნერი დაამარცხა

თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის მასშტაბურ ტურნირს, Real American Freestyle-ს (RAF) მასპინძლობს.

თბილისი არენაზე ქართველებიდან პირველი გენო პეტრიაშვილი გამოვიდა, რომელმაც ამერიკელი ჯეიკ ვარნერი დამაჯერებლად, 10:0 დაამარცხა – ეს მისთვის ორგანიზაციაში პირველი შეხვედრა იყო.

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებულმა ამერიკელ მეტოქესთან შეხვედრა მეორე რაუნდში დაასრულა.

თბილისში დღეს ასევე ვიხილავთ ვლადიმერ გამყრელიძეს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, გივი მაჭარაშვილს და მერაბ დვალიშვილს.