გენო პეტრიაშვილი: RAF Georgia-ს ტურნირზე ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება. ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარი ისიამოვნებს
ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება. ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარი ისიამოვნებს, რომ მსოფლიო დონის ბევრი ათლეტი იასპარეზებს, - განაცხადა პრესკონფერენციაზე RAF Georgia-ს ტურნირის ქართველმა მონაწილემ გენო პეტრიაშვილმა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამაღელვებელია, რომ ამ ორგანიზაციის და შეჯიბრების ნაწილი ვარ“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.