Sky News: ბრიტანელი პარლამენტარები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იუსტიციის მინისტრ იარივ ლევინისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ითხოვენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და იუსტიციის მინისტრ იარივ ლევინს, ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესოს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისათვის ივეტ კუპერისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც სხვადასხვა პარტიის 71 პარლამენტარი და ლორდი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ „პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური და კარგად დოკუმენტირებული წამება ისრაელის მთავრობის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობაა“.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ გასული წლის ივნისში ორი ისრაელელი მინისტრის, იტამარ ბენ-გვირისა და ბეზალელ სმოტრიჩის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „მისასალმებელია“, მაგრამ „პალესტინელი დაკავებულების მიმართ ისრაელის მთავრობის მიდგომა არ შეცვლილა და მეტიც - მას შემდეგ სიტუაცია „გამწვავდა თითქმის სრული დაუსჯელობით“.