დავით თამაზაშვილმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის უფროსის მოადგილესთან, I რანგის კაპიტან კობაკ მერიჩთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის უფროსის მოადგილესთან, I რანგის კაპიტან კობაკ მერიჩთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისა და მხარეებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
დავით თამაზაშვილმა კობაკ მერიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თამთა დანელია და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი რამაზ პაპიძე.