TAV GEORGIA: თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უშუქობის გამო არასდროს ექმნება პრობლემა, შესაბამისად რეისებიც არ შეფერხებულა

TAV GEORGIA: თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უშუქობის გამო არასდროს ექმნება პრობლემა, შესაბამისად რეისებიც არ შეფერხებულა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უშუქობის გამო არასდროს ექმნება პრობლემა, შესაბამისად რეისებიც არ შეფერხებულა, - განუცხადა TAV Georgia-ს წარმომადგენელმა ამირან მამალაძემ „იმედინიუსს“.

მისი თქმით, აეროპორტს ავტონომიური კვება აქვს და საჭიროების შემთხვევაში მომენტალურად გადადის გენერატორით მომარაგებაზე, ამიტომ ელექტროენერგიის გათიშვის დროს, აეროპორტს არასდროს ექმნება რაიმე შეფერხება.

გუშინ ღამით, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.