მერცის განცხადებით, აშშ-მა გერმანიას Tomahawk-ის ტიპის რაკეტების ყიდვის ნებართვა მისცა

მერცის განცხადებით, აშშ-მა გერმანიას Tomahawk-ის ტიპის რაკეტების ყიდვის ნებართვა მისცა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობამ ბერლინს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების ყიდვის უფლება მისცა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მერცის განცხადებით, აღნიშნულ რაკეტებს ფედერალური მთავრობა შეიძენს და მათ გერმანიაში განათავსებს.

„ამერიკის მთავრობასთან ანკარაში გამართული ნატოს სამიტის დროს შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ამერიკული Tomahawk-ის რაკეტებს ვიყიდით და გერმანიაში განვათავსებთ“, - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, რაკეტების ყიდვით გერმანია თავის თავდაცვის სფეროში არსებულ „მნიშვნელოვან სიცარიელეს აღმოფხვრის“.

ამასთან ერთად, მერცის თქმით, ევროპა საკუთარი სისტემების შექმნასა და განთავსებას აპირებს.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ნატო ტრანსატლანტიკურ ალიანსად რჩება, თუმცა ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.