UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი დანა უაითი - ილია საავადმყოფოშია, მძიმედ არის დაზიანებული - შესაძლოა თვალის ორბიტა ჰქონდეს გატეხილი
ილია საავადმყოფოშია, ის მძიმედ არის დაზიანებული. ექიმი არ ვარ, მაგრამ მის თვალს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, შესაძლოა ორბიტა ჰქონდეს გატეხილი, თუმცა ეს ფაქტი არ არის, მხოლოდ ვვარაუდობ, - ამის შესახებ UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანა უაითმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ილია თოფურიასთან დაკავშირებით მისი ამჟამინდელი გეგმა მხოლოდ ისაა, რომ გამოჯანმრთელდეს.
„ამ ეტაპზე ჩემი გეგმა მასთან დაკავშირებით მხოლოდ ისაა, რომ სახლში წავიდეს, დაისვენოს, გამოჯანმრთელდეს. დღევანდელი საღამო მისთვის ძალიან მძიმე იყო. ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, რომ ჯანმრთელად იყოს და კარგად გრძნობდეს თავს. ამ მომენტში მის მომავალ ჩხუბზე საერთოდ არ ვფიქრობ - უბრალოდ მინდა, სახლში წავიდეს, მოდუნდეს და დაისვენოს”, - აღნიშნა დანა უაითმა.