ევროპარლამენტარი: ვფიქრობ, პრობლემა ევროკავშირის სანდოობაა, როდესაც არსებობს პროცესი, სადაც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა უკვე 20 წელია მოლაპარაკებისა და გაწევრების პროცესშია
პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ევროკავშირი იწყებს დებატს მომავალ წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით წესების შეცვლაზე, - განაცხადა ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა ევროპარლამენტში გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზე.
„ვფიქრობ, პრობლემა ევროკავშირის სანდოობაა, როდესაც არსებობს პროცესი, სადაც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა უკვე 20 წელია მოლაპარაკებისა და გაწევრების პროცესშია. პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ევროკავშირი იწყებს დებატს მომავალ წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით წესების შეცვლაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთმა წევრმა სახელმწიფომ წამოაყენა წინადადება, რომლის მიხედვითაც მომავალ წევრ ქვეყნებს დროებით და შეზღუდული ვადით ჩამოერთვათ ხმის მიცემის უფლება, მაგალითად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბიუჯეტი და საგარეო პოლიტიკა. ამიტომ, ეს საკითხი ევროკავშირის სანდოობას ეხება", - აღნიშნა კოლსმა.
ევროპარლამენტში, გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. მიწვეული არ არის საქართველო. ევროდეპუტატთა ნაწილი გაფართოების პოლიტიკას და ევროკავშირის მიდგომებს აკრიტიკებს. ითქვა ევროკავშირის სანდოობის პრობლემაზეც და კანდიდატი ქვეყნების მიმართ არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე.